დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ხელმოწერა →

ამის გარეშე გირჩი არ იქნება წლევანდელ არჩევნებში

დარჩენილია 6 დღე — გვჭირდება კიდევ 18470 ხელმოწერა

გირჩი
თქვენი სივრცე

"ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი, 
უჩივარი, 
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი, 
ქვემძრომელი, 
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი, 
ვით ჯორ-ცხენი, 
ნახედნი და ღონიერი.


ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი, 
ყველა მუნჯი, 
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული, 
თავაკრული, 
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი, 
ყველა ცრუი, 
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი, 
ცუღლუტი და მანკიერი.


ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი, 
თავდახრილი, 
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი, 
გზამრუდონი, 
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი, 
მოყვრის მგმობი, 
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე, 
არრის მცოდნე, 
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?"

- ილია ჭავჭავაძე, 1871    

თქვენი სივრცე