გირჩი: პერსონალური გვერდი
თქვენი სივრცე

Imeda Kldiashvili


25
4
ხმის მისაცემად შედით საიტზე fb-თი
ხმას მივცემდი:
 კი  
არა
სახელი და გვარი:
იმედა კლდიაშვილი
უნდა იყოს კანდიდატი ქუთაისში 2017-ს ადგილობრივ არჩევნებში
ელ-ფოსტა:
კანდიდატის ამბავი:

ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, დავამთავრე ფიზ/მათ.

სტუდენტობის მერე თბილისში დავსაქმდი და თბილისში ვარ

რომელიმე პარტიაში გაწევრიანება და პოლიტიკური აქტივობა ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ შესაბამისი თანამოაზრეები ვერ ვიპოვე.

პოლიტიკოსებმა დაარწმუნეს ხალხი რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და იქ არ არის პატიოსანი კაცის ადგილი. ამ პრინციპით გამოდის რომ ქვეყანა შარლატანებმა უნდა მართოს. სად მიგვიყვანს ეს მიდგომა იოლი გამოსაცნობია.

მთავარი პოსტულატი რაც გირჩს აქვს ჩემთვის აქსიომაა - მეტი თავისუფლება !!!

თუმცა მხოლოდ თავისუფლებაზე აქცენტი. უდარდელი ცხოვრების მოყვარულად და უპასუხიმგებლობად აღიქმება საზოგადოებაში.

ამიტომ დავამატებდი - მეტი თავისუფლება მხოლოდ მედლის ერთი მხარეა, მეორე მეტი პასუხიმგებლობაა.

ეხლა რაც შეეხება ქუთაისს. ქუთაისში მთელი ბუკეტია პრობლემების, სტერეოტიპებიდან დაწყებული და ცხოვრებისეული პრობლემებით დამთავრებული. 

ქალაქს ხომ არ ეღირსა ნორმალური მართვა. 

ქუთაისში მერზე უკვე ხუმრობენ, მანდ რომ ინიშნებია და ათავისუფლებენ მაგზე დიდ ხანს წყალში ჩაყვინთული ვძლებთო. 

ნიჰილიზმია - ამათ მაინც არავინ არაფერს არ ეკითებათ, რასაც ეტყვიან იმას აკეთებენო.

მიზანი - რა თქმა უნდა მაქვს მერობის ამბიცია, თუმცა მინიმუმ საკრებულოს წევრი.

უნდა შეგროვდეს ინფორმაცია. ანალიზი დაიდოს პრიორიტეტების მიხედვით რა უნდა გამოსწორდეს, შემდეგ შესაბამისი გეგმა, როგორ უნდა განხორცილედეს ეს ყველაფერი. 

ასევე სადაც არის ჩავარდნები მასზე მყისიერი რეაგირება უნდა იყოს.
 
ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი მიღწევადია.

თქვენი სივრცე