გირჩი: პერსონალური გვერდი
თქვენი სივრცე

ჯორჯ გორდონ ჯიმშელეიშვილი


24
4
ხმის მისაცემად შედით საიტზე fb-თი
ხმას მივცემდი:
 კი  
არა
სახელი და გვარი:
გოგი ჯიმშელეიშვილი
უნდა იყოს კანდიდატი ჭიათურში 2017-ს ადგილობრივ არჩევნებში
ელ-ფოსტა:
კანდიდატის ამბავი:

 

ჩემი ამბავი თქვენგან არაფრით განსხვავდება.უბრალოდ ძალიან მომბეზრდა ამბიციური "განათლებულების" და უენო ბუების წუწუნის მოსმენა თუ როგორ ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში "ამ მთავრობის,და იმ მთავრობის ხელში "მინდა ამ ადამიანებს მივცე შესაძლებლობა იძულების გარეშე აკეთონ ის რის კეთებაც უნდათ.შეეჯახებიან თავიანთ თავებს,და მიხვდებიან,რომ რეალურად არათუ არაფრის კეთება არ სიამოვნებთ,არამედ არც იციან რა აკეთონ.არავის მიმართ აღარ ექნებათ პრეტენზია,მიხვდებიან რატომ აქვთ თავი მხრებზე და აუცილებლად დაიწყებენ ზრუნვას სიცარიელის (ტვინის) შევსებაზე. რეგიონებში ინტერნეტს მხოლოდ ერთი დატვირთვა ონლაინ კაზინოები,და ტოტალიზატორები აქვს.ამიტომ ზოგჯერ სჯობს "ტრადიციული" მეთოდებით ბრძოლა,სოციალური ქსელებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოსვლა.გახსენით ოფისები პატარა რაიონულ ცენტრებში იქ სადაც არანაირი ინფორმაცია არ ხვდება,ვითვალისწინებ რა პერიფერიებში მცხოვრები ადამიანების ფსიქო-სულიერ-სოციალურ წყობას,(დიდ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებთან შედარებით,აქ უფრო ადამიანური გრძნობები შემორჩათ,და შედარებით შეურყვნელები არიან,სიახლეს ეჭვით უყურებენ,და რიგ შემთხვევებში არც იღებენ,) მათ მივუდგები სათანადოთ შეიქმნება კომუნა,რომელიც იმაზე სწრაფ შედეგს მოიტანს ვიდრე სოციალური ქსელი,ნახავენ ისეთ ურთიერთობებს რაც არ უნახავთ,მიიღებენ ახალ ემოციებს,ისწავლიან თუნდაც იგივე სოციალური ქსელის გამოყენებას.თავს დააღწევენ უაზრო რუტინას,გაუჩნდებათ პროტესტის გრძნობა იმის მიმართ ვინც ძღნერში აცხოვრებს,და აი მანდ ჩაერთვებით ზუსტად იდეოლოგად.

P.S  მე არ მაქვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი,რადგან ეს შედეგს არ მოიტანს შესაბამისი წანამძღვრების გარეშე. უბრალოდ მინდა კარგი,და საღი აზრის მქონე ადამიანებით დასახლებულ ქალაქში ვიცხოვრო, თუ ეს აქ მოხდება ესე მოხდება ეტაპობრივად ყველგან,და მივიღებთ ისეთ ქვეყანას რომელზეც ასე ვვოცნებობთ.

პატივისცემით : გიორგი ჯიმშელეიშვილი

თქვენი სივრცე