გირჩი: პერსონალური გვერდი
თქვენი სივრცე

Alexander Vashakidze


24
7
ხმის მისაცემად შედით საიტზე fb-თი
ხმას მივცემდი:
 კი  
არა
სახელი და გვარი:
ალექსანდრე ვაშაკიძე
უნდა იყოს კანდიდატი სამტრედიში 2017-ს ადგილობრივ არჩევნებში
ელ-ფოსტა:
კანდიდატის ამბავი:

ძვირფასო გირჩელებო,

დავიბადე და გავიზარდე სამტრედიაში. დავამთავრე სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლა. ქალაქს კარგად ვიცნობ და ქალაქშიც კარგად მიცნობენ.

ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც სამტრედიაა, ადვილია ცნობადი გახდე. ამისთვის თუნდაც საკმარისია სკოლის წარმატებით დასრულება, ერთიან ეროვნულ გამოცდებში სრული სახელმწიფო დაფინანსების მოპოვე, ევროპაში სწავლის გაგრძელება ან უბრალოდ მშობლები, რომლებსაც თანაქალაქელები კარგად იცნობენ. მემგონი, სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობა სამტრედიაში ჩემი მაღალი ცნობადობა, თუმცა მე მინდა რომ სამტრედიელები სხვაგვარადაც მიცნობდნენ. მინდა ადამიანი ვიყო, ვინც სამტრედიის მოსაწყენ ადგილობრივ პოლიტიკას, საინტერესოდ ვაქცევ და სამტრედიელებს ინტერესს გავუჩენ, რათა ჩემთან ერთად ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტისა და შესაბამისად პოლიტიკის განსაზღვრაში.

ამჯერად გერმანიის გოეთეს უნივერსიტეტში გერმანისტიკა და ფილოსოფიას ვსწავლობ, თუმცა კანდიდატობის შემთხვევაში ავიღებ სემესტრიან შვებულებას, რათა საარჩევნო კამპანიის დროს ადგილზე ვიყო.

პატივისცემით

ალექსანდრე ვაშაკიძე

თქვენი სივრცე