გირჩი: პერსონალური გვერდი
თქვენი სივრცე

Giorgi Tetunashvili


18
4
ხმის მისაცემად შედით საიტზე fb-თი
ხმას მივცემდი:
 კი  
არა
სახელი და გვარი:
გიორგი ტეტუნაშვილი
უნდა იყოს კანდიდატი თბილისში 2017-ს ადგილობრივ არჩევნებში
ელ-ფოსტა:
კანდიდატის ამბავი:

მოგესალმებით, პრიველი რაც მომდის გონებაში, როცა საუბარი  ეხება ნებისმიერი ურთიერთობის, დამოკიდებულების საკითხს, ჩემთვის მთავარი ღირებულებაა თავისუფლება, მე ვარ 23 წლის ფილოსოფიის ბაკალავრი, ცხოვრების მანძილზე მომიწია სამხედრო სამსახურის მოვლა და ვიცი რა საშინელებაცაა ეს. არავითარი "დიადი" ღირებული და საჭირო ამ ერთ წელს არ დაუტოვებია ჩემთვის, ვიყავი მოდულის უფასო ყარაული, თუმცა ეს არაა იმის მიზეზი რის გამოც მგონია რომ სავალდებულო სამხედდო სამსახური უნდა გაუქმდეს, ჩემი აზრით მონობა 21 ე საუკუნეში მიუღებელი და დაუშვებელია უფასო არაფერი არსებობს შესაბამისად არც მე უნდა გამომიყენოს სახელმწიფომ თუნდაც დიადი მიზნებისთვის უფასოდ, ჩემი აზრით კერძო საკუთრება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, შესამაბისად ჯანსაღი ეკონომიკური სტრუქტურის ფოტმირება სწორედ კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფაში და სახელმწიფოს ჩაურევლობაში მდგომარეობს. თუ გავითვალისწინებთ ევროპისა და ამერიკის მაგალითს, ნარკოტიკებთან მიდგომა ყველა ქვეყანაში ლიბერალურია, რაც ამცირებს ნარკოდამოკიდებულთა რიცხვს, ხოლო საქართველოში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა იწვევს დამოკიდებულთა და ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას. ეს და არა მხოლოდ ეს ფაქტორები იწვევს იმას, რომ მინდა აქტიურად ჩავერთო ქალაქისა და ქვეყნის ხელახალი, თანამედროვე საზოგადოების ფორმაციის პროცესში, ხოლო გირჩის ეს შესაძლებლობა მიმაჩნია ერთ ერთ საუკეთესო პლატფორმად. მადლობა. :)

თქვენი სივრცე