გირჩი: პერსონალური გვერდი
თქვენი სივრცე

Timo Carrasco


25
8
ხმის მისაცემად შედით საიტზე fb-თი
ხმას მივცემდი:
 კი  
არა
სახელი და გვარი:
ლაშა თექთუმანიძე
უნდა იყოს კანდიდატი თბილისში 2017-ს ადგილობრივ არჩევნებში
ელ-ფოსტა:
კანდიდატის ამბავი:

მე ვარ ლაშა თექთუმანიძე, დავიბადე 1992 წლის 14 ოქტომბერს, ბავშვობიდან ვარ იდეალისტი და სამშობლოს მოყვარული, სკოლაში ძალიან მიყვარდა მათემატიკური საგნები და ვერვიტანდი ქიმიას.. 

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე აგრარულ უნივერსიტეტში, პირველი წელი ცოტა ვიზარმაცე, რადგან ქულებს ისედაც წერდნენ და თან არცისე კარგი სიტუაცია იყო, თუმცა მეორე სემესტრში უნივერსიტეტი შეიძინა კახა ბენდუქიძემ და სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდა, კახა ბენდუქიძის მოსვლის შემდეგ სწავლის მუღამი მომეცა და თან ბევრად საინტერესოც იყო ეს ყველაფერი, გავხდი უფრო აქტიური სტუდენტიც და ვცდილობდი მაქსიმალური ცოდნა წამომეღო, მოკლედ რომ შევაჯამოთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაქვს ძალიან სწორი ხედვები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მიყვარს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისკუსიებში ჩართვა, რადგან მსურს სხვა ადამიანებსაც გავუზიარო ჩემი ცოდნა და ხედვები, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის დაარსებიდან ვარ მისი ღია მხარდამჭერი, რადგან ეს ის ხალხია ვინც ისე ფიქრობს როგორც მე, ნუ 80-90% ში მაინც. გირჩის აქტიურობა ბევრ ადამიანს სწორ ხედვებს უყალიბებს, ბევრსაც აძლევს საშუალებას ხმამაღლა თქვას თავისი გასაჭირი, რისიც აქამდე ერიდებოდა, ბევრი ადამიანი იხსნა სხვადასხვა სახის სასჯელისგან და ბევრი კარგი რამ. 

 

რაც შემეხება მე - ჩემი ჰობია მუსიკის მოსმენა და ფეხბურთის ყურება, ასევე ძალიან მიყვარს კონსტრუქციული და არგუმენტირებულ დებატებში ჩართვა..

 

იმედია მოსახლეობის განათლების დონე მალე მივა იქამდე, რომ გირჩის ხედვებს ბოლომდე ჩაწვდეს და ზედაპირული დასკვნები გააკეთოს.. 

 

გისურვებთ ყველას წარმატებებს <3 

მომავალი ჩვენია და აწმყოც ჩვენი უნდა იყოს !

თქვენი სივრცე