გირჩი: პერსონალური გვერდი
თქვენი სივრცე

Giorgi Aptsiauri


21
8
ხმის მისაცემად შედით საიტზე fb-თი
ხმას მივცემდი:
 კი  
არა
სახელი და გვარი:
გიორგი აფციაური
უნდა იყოს კანდიდატი თბილისში 2017-ს ადგილობრივ არჩევნებში
ელ-ფოსტა:
კანდიდატის ამბავი:

მე მქვია გიორგი, ვარ 19 წლის, მთავარი ღირებულება - თავისუფლება. ჩემი ფილოსოფია მოიცავს თავისუფლებას სახელმწიფოს კლანჭებისგან და არაგონივრული, პოპულისტური სახელმწიფოებრივი პოლიტიკისგან, რომელიც ეხმარება ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას დარჩეს სკამზე, თუმცა, ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას და საფრთხის ქვეშ აყენებს დემოკრატიული ქვეყნის მთავარ ღირებულებებს, როგორებიცაა: სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. მაგალითად, სახელმწიფოს მიმდინარე პოლიტიკა ახალგაზრდების ძალიესმიერი ყარაულიზაციის შესახებ, იმ პოპულისტური პირობით, რომ ვითომ ქვეყანას დაცვა სჭირდება, რისთვისაც არმიაა საჭირო, მიზანმიმართულად, გაუაზრებლად თუ გააზრებულად, დარტყმას აყენებს დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, თავისუფლებას, ანუ მისცეს ადამიანებს თავისუფლება თავად გადაწყვიტონ როგორ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ აღნიშნული გულისხმობს არჩევნის თავისუფლებას და არა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ავტორიტეტების არგუმენტი, ვითომ არასავალდებულო სამხედრო სამსახური პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა არის კიდევ ერთი პოპულისტური განცხადება, რაც მათ აძლევს ხელს:

  1. ჰყავდეთ უფასო მუშა ხელი.

  2. მოიგონ მათი გული, ვინც ჯერ კიდევ არ დაფიქრებულა ამ საკითხზე (დაფიქრდით!).

  3. მთავარი ეს ორია, დანარჩენი თავად მიამატეთ.

ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ ურიცხვი პოპულისტურ მიდგომათაგან, რაც ამჟამად მძიმე ტვირთად ადევს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას. 

     და, სწორედ აქ შემოდის გირჩის მნიშვნელობა, ერთადერთი პოლიტიკური საზოგადოება, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში შემოაქვს უპრეცედენტო მიდგომა, მონობიდან თავისუფლებამდე, უგუნურობიდან განათლებამდე.

     ვინაიდან ჩემი და გირჩის მსოფლმხედველობა ერთმენთს ემთხვევა:

"მე მინდა კენჭი ვიყარო გირჩის სახელით საკრებულოს წევრობისთვის, რადგან ჩემთვის თავისუფლება და საღი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. ვფიქრობ, რომ შევძლებ ადამიანებისთვის მარტივად გასაგები გავხადო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ადგილობრივი ხელისუფლება. მაშინაც კი, როცა საღი აზრი და თავისუფლება არ იქნება პოპულარული მეყოფა გამბედაობა არ გავხდე პოპულისტი. პირობას ვდებ არ განვასხვავო ადამიანები ქონების, კონკრეტული თემისადმი კუთვნილების და რწმენის მიხედვით. პასუხს ვაგებ ჩემს წარსულ საქმიანობაზე, ვდებ პირობას საჯაროდ ვუპასუხო ამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას."

"ის ვინც  გ ა ნ უ ყ ო ფ ე ლ  თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს  ყალბ, დროებით უსაფრთხოებაზე გაცვლის, არც თავისუფლებას იმსახურებს არც უსაფრთხოებას" - ბენჯამინ ფრანკლინი, აშშ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი მამა, კონსტიტუციის შემდგენი.

თქვენი სივრცე