გირჩი: პერსონალური გვერდი
თქვენი სივრცე

Nutsi Asatiani


77
10
ხმის მისაცემად შედით საიტზე fb-თი
ხმას მივცემდი:
 კი  
არა
სახელი და გვარი:
ნუცა ასათიანი
უნდა იყოს კანდიდატი თბილისში 2017-ს ადგილობრივ არჩევნებში
ელ-ფოსტა:
კანდიდატის ამბავი:

მე ვარ ადამიანი რომელიც დაიღალა მთავრობაში მოსვლის შემდეგ გასუქებული თანამდებობის პირებით. მე ვარ ადამიანი რომელიც დაიღალა ეკონომიკის მხოლოდ ამ თანამდებობის პირთათვის გაუმჯობესებით. მე ვარ ადამიანი რომელმაც წლების მანძილზე დაათვალიერა როგორ მუშაობს დასავლური სისტემა და რით იგებს თუ აგებს ეს სისტემა, და ვარ ადამიანი რომელიც შვებას ხედავს  მწცანე ფერში, რადგან ეს ფერი ახლოსაა თავისუფლებასთან და ახლოსაა ტურიზმის და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან.მე ვარ ადამიანი რომელსაც სჯერა რომ პირად ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს ქვეყნის სიყვარული და ინტერესი, და მჯერა რომ დღევანდელი მოცემულობით საქართველოს აქვს შანსი დაიპყროს მწვერვალები. მჯერა რომ კერძოდ თბილისს შეუძლია გახდეს პოსტ-საბჭოთა სუპერ საგულაო და "გასული" ქალაქი, რადგან ჩვენ გვყავს უამრავი დაუსაქმებელი ხელოვანი რომელსაც კულტურის განვითარების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რაც საგრძნობლად გაზრდის ტურისტების რაოდენობას. მჯერა რომ დღევანდელ დღეს ყველაფერი ახალგაზრდების ხელშია და დადებით ცვლილებებს მხოლოდ ჩვენი ჩართულობით მივაღწევთ.

მე ვარ ადამიანი რომელიც საქართველოს ხედავს ევროპის ერთერთ ძალიან მაგარ ქვეყნად, ადამიანი რომელსაც ჯერა რომ ახალგაზრდობა თავისი იდეალებითა და აქტივობებით მაგრა მოიხოდა და შეუძლია მართლა შეცვალოს დღევანდელი რეალობა უკეთესობისკენ. 

მე ვარ ადამიანი რომელსაც წყურია თავისუფლება და მეტი კრეატივი ყველა სფეროში, შესაბამისად მე არ ვარ მხოლოდ ნუცა ასათაინი და მისი ინტერესები, მე ვარ ნუცაა მეგობარი, ოჯახის წევრი, ახლობელი, ნებისმიერი ის ადამიანი რომელსაც ამოძრავებს მსგავსი პრინციპები და მიზნები. 

თქვენი სივრცე