გირჩი: პერსონალური გვერდი
თქვენი სივრცე

ქორჩილავა ოთარ


38
4
ხმის მისაცემად შედით საიტზე fb-თი
ხმას მივცემდი:
 კი  
არა
სახელი და გვარი:
ოთარი ქორჩილავა
უნდა იყოს კანდიდატი აბაშში 2017-ს ადგილობრივ არჩევნებში
ელ-ფოსტა:
კანდიდატის ამბავი:

პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ და შემდეგ პირდაპირ სათქმელი ვთქვა მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

მსურს ვიყო ახალგაზრდების #1 მხარდამჭერი მთავრობაში.
ჩემი ლოზუნგი იქნება "უფრო მეტი ყურადღება ახალგაზრდებს, პენსიამდე ჯერ ჯიდევ ბევრია!"

ჩემი მთავარი საწუხარი არის, ქალაქიდან ახალგაზრდების გადინება.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების 90% უკან არ ბრუნდება იმ მარტივი მიზეზით, რომ აბაშაში არაფერია სამუშაო.

არც რამე ისეთი ხდება, რომ ახალგაზრდებმა დრო აზრიანად და ნაყოფიერად გაატარონ.

ძირითადი პრობლემები(შევეცდები მოკლედ აღვწერო.)

  • ახალგაზრდების დასაქმება.
  • უინტერესო გარემო(წლების განმავლობაში)
  • ჩამკვდარი კულტურული ცხოვრება.

ვიცი რომ ეს ძალიან მიზერული სიაა პრობლემებისა, რაც აბაშას აწუხებს.

გული შემტკივა ჩემს ქალაქზე, რადგან ის ჩემი პატარა სამშობლო და ოჯახია.

სიმართლე გითხრათ, უბანში სადაც მე ვცხოვრობ ამჟამად ოთხი ახალგაზრდაა(ჩემი ჩათვლით.) ამ ოთხიდან, უახლოეს მომავალში ორი თბილისში გაემგზავრება, რათა სწავლა განაგრძონ.

მინდა რომ აბაშა ვაქციო ქალაქად, საიდანაც ახალგაზრდები კი არ გაიქცევიან, არამედ თვითონ გაუჩნდეთ უკან დაბრუნების სურვილი.

ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ამ ხნის განმავლობაში. ვითომ ბოლომდე მიყვანილი უხარისხოდ ჩაბარებული სამუშაოებით.

თუ თვლით, რომ აბაშას ახალი სისხლი სჭირდება, რომ ერთ-ერთ საინტერესო ქალაქად ვაქციოთ, მაშინ მე თქვენი მხარდაჭერა დამჭირდება.

და რაც მთავარია არ მაქვს სურვილი, რომ მხოლოდ არჩევნებამდე მნახოს ხალხმა. მჯერა, რომ კარგი მმართველი ხალხს ზემოდან(ამ შემთხვევაში კაბინეტიდან) კი არ უნდა უყურებდეს, არამედ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხალხის წინ უნდა იდგეს, ხალხის პრობლემებს უსიტყვოდ უნდა ხვდებოდეს.

იმედია თავი არ მოგაწყინეთ, გმადლობთ რომ მცირეოდენი ყურადღება და დრო დამითმეთ.

ვიმედოვნებ, რომ ხალხის იმედებს ზუსტად გავამართლებ.

P.S ვფიქრობ, რომ საქართველოს მმართველობაში სრულიად ახალი ძალა უნდა მოვიდეს, რომელსაც ეცოდინება, რა სურს და როგორ სურს.

P.S.S. არ მსურს, რომ მომავალმა თაობამ დამაყვედროს, როცა შეგეძლოთ რაღაცის გაკეთება მაშინ რატომ არ გააკეთეთო. თუ უშედეგოდ ჩაივლის ჩვენი ეს მცდელობა, ჯობია ამაყად ვუთხრათ, "ჩვენ ვცადეთ", ვიდრე თავჩაღუნული დავდგეთ მათ წინაშე და ვიმართლოთ თავი "უნდა გვეცადას" ძახილით.

დროა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“!

თქვენი სივრცე