გირჩი: ჩართვა
თქვენი სივრცე

ახალგაზრდების ჩართვა

თინეიჯერები, სტუდენტები და ახალგაზრდები ხართ ნახევარ მილიონზე მეტი. თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასები თქვენი ოჯახების უფროსი თაობის წევრებისთვის. თქვენ დღეს იმაზე მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებთ ცხოვრებაში, ვიდრე საკუთარი მომავლის გააზრებაა იმ საზოგადოებაში, სადაც მალე რეალურად მოგიწევთ თქვენი ერთადერთი და ძალიან ძვირფასი ცხოვრების გატარება.

ჩვენ გთავაზობთ თავად ჩაერთოთ და შეარჩიოთ წარმომადგენლები პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, გარკვეული დათქმებით, რაც საჭირო იქნება ტროლინგის ან სხვაგვარად ხელისშეშლის თავიდან ასარიდებლად.

სტუდენტობა და ახალგაზრდობა გაატარეთ საინტერესოდ. გიმეორებთ, რა პრეტენზიაც უნდა გვქონდეს უფროს თაობასთან, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ადამიანი ხართ. ისინი ბოლომდე ვერასდროს უარყოფენ, რისიც თქვენ გჯერათ. მთავარია, თქვენ არ გეკიდოთ ფეხებზე ყველაფერი და რაიმესი გჯეროდეთ. 

დღევანდელი წესებით, საჯარო ცხოვრებით დაინტერესებული ახალგაზრდისთვის პოლიტიკასთან სიახლოვეში ყოფნა კომკავშირთან ან რაღაცნაირ ცუდ ტიპობასთან ასოცირდება.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია სისტემის ალტერნატივა შემოგთავაზოთ.

გადახედეთ იდეიდან გამოდინარე პოზიციებს თემების მიხედვით, ნახეთ მორალურ რევოლუციაში ჩართვის მექანიზმები, დაიწყეთ რევოლუცია ჯერ საკუთარ თავში, შემდეგ ოჯახში, შემდეგ ქვეყანაში.

თქვენი სივრცე