დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ხელმოწერა →

ამის გარეშე გირჩი არ იქნება წლევანდელ არჩევნებში

დარჩენილია 6 დღე — გვჭირდება კიდევ 18470 ხელმოწერა

გირჩი: ჩვენ შესახებ
თქვენი სივრცე

ჩვენი ამბავი

პირველი ნაბიჯები

2015 წელს ადამიანების ჯგუფმა გადავწყვიტეთ მხოლოდ სიმართლე გველაპარაკა. და საკუთარ კომპეტენციაში დარწმუნებულები ჩავერთეთ ტრადიციულ პოლიტიკურ თამაშში.

მხოლოდ სიმართლით შესაძლებელია დაინტერესდეს ამომრჩევლების უმცირესობა. ინდიფერენტული უმრავლესობა ახალ სახელს რთულად დაიმახსოვრებს არათუ დაინტერესდება და გაიგებს, რა გინდა. ტრადიციულად, არჩევნებზე ყველაფერი საარჩევნო მანქანის სიმძლავრის შესაბამისად წყდება. საარჩევნო მანქანის ატრიბუტებია პარტიული ოფისები, კანდიდატები, კოორდინატორები. მანქანას ჭირდება ბევრი ფული, გავლენა სოციალურ ჯგუფებზე (შავი, ბნელი, წითელი, მწვანე, კულტურის მუშაკები, სპორტის  აქტივისტები და ა.შ.) და პოპულისტური დაპირებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია ან დამღუპველი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გადალახვის იმედი არ გვქონდა და შევეცადეთ გამოგვეყენებინა ნებისმიერი ტრადიციული გზა პოლიტიკურ თამაშში დასარჩენად. ხატმფრენ ბანთან ალიანსი დასრულდა სკანდალით. დროებითმა პარტნიორმა ჩაშალა საქმიანი მოლაპარაკება და ამით ჩვენც გარეთ დაგვტოვა და საკუთარი „პარტიაც“.

შეცდომები გვქონდა უამრავი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ტრადიციული გზით პოლიტიკური წარმატების მიღწევის იმედის ქონა იყო, მოწინააღმდეგეების მოფიქრებული თამაშის წესებით, მის მოედანზე და მწირი რესურსებით.

საარჩევნო ფიასკოს შემდეგ ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი კითხვებზე, რა გვინდოდა და სასურველის მისაღწევად რისთვის ვიყავით მზად. 

დღეს

გვინდა ჩვენი საზოგადოების ძირფესვიანი განახლება მორალური რევოლუციის გზით.

ამისთვის გვაქვს რწმენა, თავხედობა და კრეატიულობა.

გააზრებულად ვამბობთ უარს ტრადიციული სტილის პოლიტიკაზე.

ღიად შეგვიძლია ვთქვათ სრული სიმართლე ნებისმიერ საკითხზე, სადაც ამორალურობაში, ხელისუფლებასთან ერთად, ამომრჩევლის უმრავლესობასაც დავადანაშაულებთ. 

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ არატრადიციული პოლიტიკური თამაში განსხვავებული წესებით. მთელი ჩვენი „არატრადიციულობა“ მდგომარეობს შემდეგში: ვლაპარაკობთ მხოლოდ იმას, რისიც გვჯერა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. 

მოსახლობას ეკონომიკას იძულებით ვერ ვასწავლით. თუმცა სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მორალურია და პირიქით. ამ აქსიომურ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით არსებული საჯარო წესრიგის ამორალურობა მარტივი გასაგებია.

თქვენი სივრცე