დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ხელმოწერა →

ამის გარეშე გირჩი არ იქნება წლევანდელ არჩევნებში

დარჩენილია 6 დღე — გვჭირდება კიდევ 18470 ხელმოწერა

გირჩი: ჩვენ შესახებ
თქვენი სივრცე

ჩვენი ხედვა

პრინციპი: არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა გაგიკეთოს სხვამ შენ.

ძალადობა - მიუხედავად მოძალადისა, ჩადენილი როგორც კერძო ადამიანის, ისე უმრავლესობის მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ, მიგვაჩნია ბოროტებად.

ცივილიზაცია ადამიანების თანამშრომლობის შედეგია. ცივილიზაცია კარგია.

ცივილიზაციის პროცესს ანელებს ან აჩერებს თავისუფლების შეზღუდვა (შეზღუდვის მასშტაბის შესაბამისად) ან უკუსვლით მიყავს ის. 

ჩვენი მორალური პრინციპის თანახმად: დაუშვებელია მხოლოდ ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის საკუთრებად მივიჩნევთ აწმყოში სიცოცხლეს, წარსულში შექმნილ ქონებას და მომავლის წინაპირობას - თავისუფლებას.

არასწორია ადამიანის მკვლელობა იმიტომ, რომ ეს არის სხვა ადამიანის ყველაზე ძვირფასი საკუთრების - სიცოცხლის განადგურება. 

ნებისმიერი ქონება არის ადამიანის სიცოცხლის შედეგი წარსულ დროში. რადგან შრომა, რომელიც ამ საკუთრების შესაქმნელად დაიხარჯა, კონკრეტული ადამიანის წარსული ცხოვრების ნაწილია.

ნებისმიერი საკუთრების ხელყოფა ტყუილის, ქურდობის, ყაჩაღობის შედეგად, სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ, არის სხვისი სიცოცხლის შესაბამისი ნაწილით შემოკლება და ამორალურია ზიანის ზომის შესაბამისად.

ძალადობის შეფასების და მისი სათანადოდ გააზრებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ერთი ადამიანი ძალადობს თუ უმრავლესობის გადაწყვეტილება სრულდება.

ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შეგუებულია ან მხარს უჭერს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობას უგუნურია ან სულით როსკიპი

უგუნურების შეცდომაში დარწმუნება და მცდელობა, ვაქციოთ ისინი გონიერ ადამიანებად არის ერთადერთი სწორი გზა.

სულით როსკიპები მოკლევადიანი პირადი ინტერესებით მოქმედი მტრები არიან. ჩვენ ვებრძვით სულით როსკიპებს.

თქვენი სივრცე