გირჩი
თქვენი სივრცე

ინსტრუქცია კანდიდატობის მსურველთათვის

←კანდიდატობის მსურველები 2017 - გახდით კანდიდატი თქვენც

რასაც ქვემოთ კითხულობთ არის ჩვენს მიერ მოფიქრებული პოლიტიკაში მოხვედრის ახალი გზა. ამ გზას ვიგონებთ ჩვენ. დარწმუნებული ვართ რომ მომავალი არის ეს და არა დაშტამპულ ფარისევლურ კამპანიაზე მილიონების ხარჯვა, გაჭირვებული კოორდინატორების ორ თვიანი წვალება, მოხუცების გულმხურვალედ ჩახუტება, კრახმალით პლაკატების გაკვრა, პატარების ხელში ატატება, ორი ცელოფნით და ბევრი კამერით ღატაკებთან სიარული.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებული გირჩის კანდიდატის ვალდებულებაა:

სარგებელი:

კონკრეტული კანდიდატის სამოტივაციო წერილის ფაბულა 

მე მინდა კენჭი ვიყარო გირჩის სახელით საკრებულოს წევრობისთვის, რადგან ჩემთვის თავისუფლება და საღი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია.

ვფიქრობ, რომ შევძლებ ადამიანებისთვის მარტივად გასაგები გავხადო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ადგილობრივი ხელისუფლება.

მაშინაც კი, როცა საღი აზრი და თავისუფლება არ იქნება პოპულარული მეყოფა გამბედაობა არ გავხდე პოპულისტი. 

პირობას ვდებ არ განვასხვავო ადამიანები ქონების, კონკრეტული თემისადმი კუთვნილების და რწმენის მიხედვით. 

პასუხს ვაგებ ჩემს წარსულ საქმიანობაზე, ვდებ პირობას საჯაროდ ვუპასუხო ამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას.

 

←კანდიდატობის მსურველები 2017 - გახდით კანდიდატი თქვენც

თქვენი სივრცე