თქვენი სივრცე

მეტი თავისუფლება - რა არ მოგვწონს, რა გვინდა, რას ვაკეთებთ

რატომ არის ე.წ. „ნარკოტიკების“ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და ახალგაზრდების იძულებითი შრომა ე.წ. სავალდებულო სამხედრო (უფრო საყარაულო) სამსახურში ამორალური?

ამ საკითხების მიმართ ხალხის დიდი ნაწილის ამორალური პოზიცია ყველაზე  მარტივად შესამჩნევია.

არც ერთი ადამიანი ქვეყანაში, მისი ახლობლის მიერ კანაფის მოხმარების, კულტივაციის ან თუნდაც გაყიდვის შესახებ, პოლიციას ღიად არ შეატყობინებს. ამავე დროს, იგივე ადამიანები მხარს უჭერენ სასჯელის არსებობას.

არ მოგვწონს:

უდანაშაულო ადამიანების დევნა, თავისუფლების შეზღუდვა (ციხე, პრობაცია), საკუთრების წართმევა (ჯარიმა, საპროცესო შეთანხმებები), ბედნიერების და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობის მოსპობა.

ხელისუფლების მხრიდან ტყუილის გავრცელება ფსიქო-აქტიური ნივთიერებების განსაკუთრებული მავნებლობის შესახებ;

საზოგადოების კონტროლის საშუალებად პოლიციის გამოყენება ნაცვლად მოქალაქეების მოძალადეებისგან დაცვისა;

გვინდა: 

მოხმარების გამო ყველანაირი სასჯელის დაუყოვნებლივ გაუქმება;

ხელისუფლების მხრიდან საჯარო ბოდიშის მოხდა ყველა ადამიანისთვის, ვინც ოდესმე ჰყოლია დაჭერილი, დაჯარიმებული, მოსაფსამად იძულებით წაყვანილი ან სხვა ფორმით უსამართლოდ დამცირებული და გამწარებული;

1) ყველა (ალკოჰოლი, თამბაქო, კანაფი, ყავა და სხვ.) ფსიქოაქტიური ნივთიერების რეალიზაციის მიმართ ერთნაირი პოლიტიკის გატარება;

2) ყველა პრობლემური მომხმარებლისთვის თანამედროვე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობის მიცემა;

3) მორალური პოლიტიკის წარმოების შედეგად ეკონომიკური სარგებლის მიღება.

რას ვაკეთებდით და ვაკეთებთ

წინა მოწვევის პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც კანაფის მოხმარებისთვის საპატიმრო სასჯელის გაუქმებას გულისხმობდა. კანონპროექტს სამი ხმა დააკლდა.

მცენარის კულტივაციისთვის სასჯელის წინააღმდეგ მოვაწყეთ კანაფის თესვის საჯარო აქცია. საქმე დასრულდა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც 84 ადამიანის მიერ კანაფის დათესვისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრა მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძეს.

საჯარო პოლიტიკაში, პირველ რიგში, ვიბრძვით ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებისთვის სასჯელის გასაუქმებლად, კანაფისა და შემდეგ სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ლეგალიზაციისთვის.

თქვენი სივრცე