თქვენი სივრცე

ორიოდე სიტყვა მთავრობის მცდელობაზედ, შეზღუდოს ბიბლიური თავისუფლების საქმიანობა

ხელისუფლების სურვილი, შეზღუდოს ბიბლიური თავისუფლების საქმიანობა, ასევე მცდელობა, შეინარჩუნოს სავალდებულო საყარაულო სამსახური, არის არალეგიტიმური მიზანი, რომლის შინაარსიც ადამიანების თავისუფლების შეზღუდვის გზით ძალაუფლების უზურპაციაა. 

ხელისუფლება ამ არალეგიტიმურ მიზნისკენ ასევე არალეგიტიმური ხერხებით მიისწრაფვის. 

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით „წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“ - ანუ მთავრობა ფიქრობს, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურობა განმარტოს როგორც „სხვაგვარი მოტყუება“?! 

დღეს (და აღნიშნული ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაშიც) მღვდელთმსახურობა ჯარიდან გადავადების საფუძველია. 

მთავრობის გამოტანილ კანონპროექტს შინაარსი არ გააჩნია, რადგან: 

ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახურად გახდომა განმარტოს, როგორც ჯარიდან თავის არიდების მიზნით „სხვაგვარ მოტყუებად“ - ისეთივე აბსურდია, როგორც უნივერსიტეტში სწავლა განიმარტოს ჯარიდან თავის არიდების მიზნით „სხვაგვარ მოტყუებად“. 

პ.ს. კონსტიტუციით არ არის გარანტირებული საკუთარი შვილის „ჯარის მოხდის“ გარეშე სუს-ის მაღალანაზღაურებად სამსახურში „დასაქმების უფლება“ - მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვისი შვილების დასამონებლად მცდელობას არ აკლებ. 

პ.პ.ს. ეზეკიელი, თავი 25 მუხლი 17. 

თქვენი სივრცე