დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ხელმოწერა →

ამის გარეშე გირჩი არ იქნება წლევანდელ არჩევნებში

დარჩენილია 6 დღე — გვჭირდება კიდევ 18470 ხელმოწერა

გირჩი: ჩართვა
თქვენი სივრცე

რისთვის ჩავერთოთ

არანაირი დარგის პროფესიონალი სპეციალისტები პოლიტიკაში საჭირო არ არის. საჭიროა საღი აზრის მქონე, მორალური ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილების მიღების ტრაკი ექნება.

ჩვენი მიზანია 4 მილიონიან ერში ვიპოვოთ 76 ასეთი ადამიანი.

 

რატომ უნდა ჩაერთო?

იმიტომ, რომ:

აირჩიო საკუთარი მომავალი თავისუფალ ან დამონებულ ხალხში!

მომავლის წარმოდგენა და მომავლის კეთება უკვე იქ ცხოვრებას ნიშნავს და ეს ბედნიერებაა!

დღევანდელი იდიოტური წესები მომავალში აღარ იარსებებს და შენ შეგეძლება, ისინი დღესვე დაიკიდო და ბედნიერად იცხოვრო! 

შენი ჩართვით გაწყვიტო მოჯადოებული მანკიერი წრე!

 

მომავალი საქართველო შეიძლება იყოს ასეთი:

ფოთისა და ბათუმის ურბანული კონგლომერატი ნიუ-იორკის მსგავსი მეგაპოლისია; დედაქალაქი გავს ლონდონს და ის რეგიონის საქმიანი ცენტრია; სვანეთში შეუჩერებლად ფართოვდება სილიკონ ველის კონკურენტი სილიკონ-მაუნთინზი; სოხუმი სულ უფრო ემსგავსება ჰოლივუდს; მსოფლიოს აინტერესებს სასწაულის ნახვა და  ტურისტების არმია თვეებით ადრე ჯავშნის საქართველოს თრიფს.

ჩვენ ასეთი ქვეყანა გვაქვს!

ხალხი ბედნიერი და ამიტომაც უზომოდ კეთილგანწყობილია. ყველა დარწმუნებულია, რომ მისთვის ყოველი მომდევნო დღე ამ სამყაროში წინაზე უკეთესი იქნება. 

 

ექნება თუ არა შენს ჩართვას შედეგი?

თავისუფლების იდეის რწმენა და საღი აზრის სინთეზი დაუძლეველი ძალაა.

არ იმუშაო ამომრჩევლისთვის, იმუშავე საკუთარი თავისთვის და ამ პროცესით დღესვე გახდი  ბედნიერი, რაც უმრავლესობისთვის შორეული პერსპექტივაა.

მათე 17:20 – „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“. 

თქვენი სივრცე