დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ხელმოწერა →

ამის გარეშე გირჩი არ იქნება წლევანდელ არჩევნებში

დარჩენილია 6 დღე — გვჭირდება კიდევ 18470 ხელმოწერა

გირჩი: ჩართვა
თქვენი სივრცე

როგორ ჩავერთოთ

ჩართვა შეგიძლია ორნაირად:

1) დაარწმუნო სხვა ადამიანები მორალური ცხოვრების შესაძლებლობაში;

2) თავად შეიტანო მორალი საჯარო ცხოვრებაში.

სხვა ადამიანებთან ურთიერთობით და მათი აზრის შეცვლით შენ ცვლი პოლიტიკას. იპოვე და არ გაატარო ტყუილი, გაავრცელე ინფორმაცია, არ მისცე პოლიტიკოსებს მშვიდად, მხოლოდ საკუთარ ხუშტურზე საქმიანობის შესაძლებლობა.

თავად მიიღე მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, გააუქმე თავისუფლების მკვლელი, მონებისთვის დაწერილი კანონები და წესები. მიეცი საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა.

გამოავლინე, ვინ შეიძლება იყოს შენი საუკეთესო წარმომადგენელი პოლიტიკაში.

დაუთმე დრო და გააკეთე ინვესტიცია შენს საკუთარ მომავალში.

 

ეს მოვიფიქრეთ ჩვენ, მოიფიქრე შენც!

ჩართვის ფორმები:

ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში:

1) Like & share „გირჩის“ ფეისბუქ ქონთენთი - რაც შეიძლება მეტ თქვენს მეგობარს უნდა მიაწვდინო ხმა;

2) მოაწერე ხელი პეტიციებს - რაც შეიძლება ბევრ საკითხზე ჩამოვაყალიბოთ ერთიანი პოზიცია;

3) გაათავისუფლე (გააგირჩე) ოჯახი / ბებია. გადაიღე სელფი ბებოსთან ერთად, გირჩებით ხელში.

აკომენტარე გირჩის ქონთენთი:

4) მოიძიე მხარდამჭერები/დაარეგისტრირე ვებ-გვერდზე;

5) დაურეკე პარლამენტარს / საჯარო მოხელეს - (ჩაგვსვი სს-ში და პასუხი მოგვწერე, თუ შესაძლებელია ამ ფორმით);

6) ესაუბრე ტაქსისტს თავისუფლებასა და გირჩზე;

7) თუ დგახარ ბირჟაზე, ელაპარაკე მეგობრებს;

8) სუფრაზე თქვი თავისუფლების სადღეგრძელო;

9) დაწერე სტატია ადგილობრივი მედიისთვის ან ბლოგი ვებ-გვერდისთვის (და დაგვთაგე);

10) მოხატე სტენსილები და გადაიღე სელფი;

11) შემოწირე ფული ან შეაგროვეთ მეგობრებმა საკუთარი ინიციატივებისთვის;

12) შეაგროვე ხელმოწერები გირჩისთვის ან იმ ინიციატივებისთვის, რომლებიც მოგწონს;

13) დააორგანიზე შეხვედრა მეგობრებთან, მეზობლებთან, კურსელებთან და მოგვიწვიე;

14) დააორგანიზე სკაიპ-კონფერენცია და მოგვიწვიე;

15) მოყევი შენი ისტორია (ტექსტი, ვიდეო) - დაგვთაგე;

16) გახდი სპიკერი / გამოდი მედიაში „გირჩის“ სახელით. 

თქვენი სივრცე