დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ხელმოწერა →

ამის გარეშე გირჩი არ იქნება წლევანდელ არჩევნებში

დარჩენილია 6 დღე — გვჭირდება კიდევ 18470 ხელმოწერა

გირჩი
თქვენი სივრცე

თავდაცვა

სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდება.

ფოკუსი გაკეთდება პროფესიულ არმიას, თანამედროვე თავდაცვის სისტემებსა, ნებაყოფლობით რეზერვზე.

 

1. მშპ მიბმა

სტაბილურობისა და პროგნოზირებადებისათვისა თავდაცვის ხარჯები მიებმება ქვეყნის ეკონომიკას. 

თავდაცვის ხარჯებმა სამაგალითო ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით უნდა შეადგინოს მშპ-ს დაახლოებით 5%. დღევანდელი (2.3%) დაბალი ნიშნულიდან 5%-იან ნიშნულამდე მისვლას დაჭირდება დაახლოებით 6 წელი.  

 

2. იარაღის ტარება რეზერვისტებისთვის

სამხედრო სამსახური იქნება სრულად პროფესიული და ნებაყოფლობითი რეზერვის ფორმით. ნებაყოფლობით რეზერვში ჩარიცხვა და წვრთნის დაწყება შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის 21 წლის ასაკიდან.

ნებაყოფლობით რეზერვში მომზადების მსურველებისთვის აუცილებელი იქნება ფსიქიკური, ფიზიკური და წარსულში ნორმიდან გადახრილი ქცევის სკურპულოზური შემოწმება. 

მთავრობა უზრუნველყოფს წვრთნას და პერსონალურ საბრძოლო იარაღს.

შესაბამისად მომზადებულ რეზერვისტებს სამოქალაქო ცხოვრების დროს ექნებათ იარაღის ღიად ტარების უფლება.

თქვენი სივრცე