თქვენი სივრცე

ვითხოვთ წესიერ საარჩევნო სისტემას

საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა ფაქტიურად ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც არავის მოსწონს, თავად ქართული ოცნებისა და მისი ექსპერტების გარდა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუცია არის ხალხის შეთანხმება ხელისუფლების დაქირავების შესახებ მკაფიო პირობებით. ყველაზე გასაგებად კონსტიტუციაში უნდა ეწეროს რა შემთხვევაში  მოეთხოვება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს პასუხი და როგორ დაისჯება. 

 

ხელისუფლების მიერ დაწერილ ტექსტი არ ვარგა. ის უნდა შევცვალოთ.

ძველიც არ ვარგოდა, ეს უარესია.

ახალი ტექსტის გამორჩეული პრობლემა არის ხელისუფლების შეცვლის გართულება. ხელისუფლების ცვლილება კი კონსტიტუციის მომავალში შეცვლის შანსია.

შემოთავაზებული სისტემა გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია ავტომატურად მოიპოვებს ყველა “გაუნაწილებელ“ (ბარიერ-გადაულახავი პარტიებისთვის მიცემულ) ხმას. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება უმრავლესობა შეინარჩუნოს მაშინაც კი, თუ ამომრჩევლების უმეტესობა მისი წინააღმდეგი იქნება - ხმების 25%-ით.

 

ჩვენ გვინდა და სამართლიანად მიგვაჩნია:

1) ნამდვილ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, როგორიცაა ნორმალური ქვეყნების უმრავლესობაში. 

2) საარჩევნო ბარიერის გაუქმება.

პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში უნდა ჰყავდეს წარმომადგენლები იმის პროპორციულად, რამდენ ხმასაც მიიღებს. 

თითოეული მოქალაქის ხმა თანასწორია. 

ეს არის ერთადერთი სამართლიანი გზა.

თქვენი სივრცე